ძიუდო

17:21 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები უკვე პარიზში არიან

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები გრან სლემზე მონაწილეობის მისაღებად პარიზში ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქი პრესტიჟულ ტურნირს 9-10 თებერვალს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგება:

60 კგ. - ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, ნიკო ჭიკაიძე
73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა გიუნაშვილი
81 კგ. - კობა მჭედლიშვილი
100 კგ. - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 კგ. - ონისე ბუღაძე, გიორგი ზაქარიაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12327