ფეხბურთი

14:50 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის დედაქალაქში უეფას კონგრესი მიმდინარეობს

იტალიის დედაქალაქი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის 43-ე კონგრესს მასპინძლობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რომში ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წარმოადგენს.

დღის მთავარი თემა უეფას პრეზიდენტის არჩევნებია. ერთადერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინია, რომელიც თანამდებობას 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს.

წინა საპრეზიდენტო ყრილობაზე სლოვენიელმა ჩეფერინმა 43 ხმა მოიპოვა და სოლიდური უპირატესობით აჯობა ჰოლანდიელ ვან პრააგს, რომელმაც 12 ხმა მიიღო. გასული არჩევნების მსგავსად, წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კვლავ ალექსანდრ ჩეფერინს უჭერს მხარს.

დღესვე, იტალიაში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობას 4 წლის ვადით დაამტკიცებენ.

www.gff.ge

0.115721