ფეხბურთი

10:56 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: „მძიმე მატჩი გამოდგა, „ჰერტა“ ლამის მთელი გუნდით იცავდა თავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ქვეყნის თასის მერვედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც ბავარიელებმა „ჰერტა“ დამატებით დროში დაამარცხეს (3:2), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის ფეხბურთელებს ძალიან გაუჭირდათ, რადგან მეტოქე თავს ლამის მთელი გუნდით იცავდა.

„ძალიან რთული თამაში გამოდგა. არავის უნდა 120 წუთი სირბილი, თუმცა, როცა იმარჯვებ, სხვაგვარად გიხარია. „ჰერტა“ თითქმის მთელი გუნდით იცავდა თავს და გატანა რთული იყო. „ინგლისური კვირის“ მარცხით დაწყება („ლივერპულთან“ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებას გულისხმობდა) არცთუ კარგი საქმე იქნებოდა. ვნახოთ, კენჭისყრა ვის შეგვახვედრებს.“ - უთხრა კოვაჩმა კლუბის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის თასის მოქმედი მფლობელი, ფრანკფურტის „აინტრახტია,“ რომელმაც გასული გათამაშების ფინალში „ბაიერნს“ 3:1 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101847