ფეხბურთი

9:52 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ისევ პირველები ვართ“

პრემიერლიგის 27-ე ტურის გადმოტანილ მატჩში, „ევერტონთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0), „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ჩინებულ გუნებაზე ბრძანდებოდა და არც ქათინაურები დაუშურებია თავისი ფეხბურთელებისთვის.

„გუდისონ პარკზე“ თამაში ყოველთვის რთულია. ამიტომ, კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას. რამდენიმე დღის წინათ შვიდი ქულით ჩამოვრჩებოდით ლიდერს, ახლა კი კვლავ პირველები ვართ. თუმცა, „ლივერპულს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომავალ კვირას, კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის „ჩელსისთან,“ მერე ჩემპიონთა ლიგაც იწყება. მოკლედ, ძალიან დაძაბული გრაფიკი გვაქვს და ამ ყველაფერს მენტალურად მზად უნდა შევხვდეთ.“ - უთხრა გვარდიოლამ კლუბის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ პრემიერლიგის ცხრილის სათავეში ბოლოს 2018 წლის 15 დეკემბერს იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114113