ფეხბურთი

0:25 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარეკ ჰამშიკის ჩინეთში ტრანსფერი ჩაიშალა

იტალიური „ნაპოლის“ ლეგენდა მარეკ ჰამშიკი ჩინურ „დალიან იფანგში“ აღარ გადავა. როგორც „აძურის“ ვებგვერდი იტყობინება, მოლაპარაკებები ჩაიშალა, შედეგად, სლოვაკი მიმდინარე სეზონს ნეაპოლში დაასრულებს.

როგორც „ნაპოლის“ განცხადებაშია ნათქვამი, თანხის გადახდის მეთოდები არ დაემთხვა თავდაპირველად მიღწეულ შეთანხმებას და აღნიშნული მიზეზით იტალიელებმა ჩინელებთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს.

არადა, ჰამშიკის „დალიანში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ. „ნაპოლის“ 15 მილიონი ევრო უნდა მიეღო, ხოლო თავად ფეხბურთელს სეზონში 9 მილიონ ევროს ჰპირდებოდნენ. ეს ინფორმაცია გუშინ ჰამშიკმაც დაადასტურა და თქვა, რომ ორ დღეში ჩინეთში იქნებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

შეგახსენებთ, ჰამშიკი „ნაპოლის“ ღირსებას 2007 წლიდან იცავს და კლუბის რეკორდსმენია როგორც ჩატარებული მატჩების, ისე გატანილი გოლების რაოდენობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112748