ფეხბურთი

23:18 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: "მე და ზიდანი მეგობრები არ ვიყავით"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ არ უსაუბრია. უელსელის თქმით, ისინი მეგობრები არ იყვნენ, მაგრამ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთისადმი.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ერთმანეთთან არ გვისაუბრია. ჩვენს შორის კარგი ურთიერთობა იყო. ვერ ვიტყოდი, რომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით: უბრალოდ ნორმალური, პროფესიონალური ურთიერთობა გვქონდა“, - აღნიშნა ბეილმა Four Four Two-სთან საუბარში.

გარდა ამისა, „სამეფო კლუბის“ შემტევმა „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, რომელშიც ულამაზესი გოლის გატანა შეძლო:

„ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოვხვდი. მაშინ, ბოლო ოთხ თამაშში ხუთი გოლი მქონდა გატანილი და ვფიქრობდი, რომ პირველივე წუთიდან თამაშს ვიმსახურებდი. როდესაც თამაშში ჩავერთე გაბრაზებული ვიყავი და ალბათ, სწორედ ეს დამეხმარა იმ გოლის გატანაში“, - დასძინა ბეილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107027