ფეხბურთი

18:23 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხამესის მამა: "იუვენტუსში" გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იქნება"

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი ხამეს როდრიგესი, რომლის სატრანსფერო უფლებები მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, ზაფხულში სავარაუდოდ გერმანიას დატოვებს. კოლუმბიელის მამა, უილსონ როდრიგესი Bild-თან საუბარში ამბობს, რომ „იუვენტუსში“ გადასვლა სწორი ნაბიჯი იქნება.

„ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი მშვიდადაა, მაგრამ ისეთივე ბედნიერი აღარაა, როგორც ადრე. „იუვენტუსი“ მისთვის კარგი ვარიანტია, რადგან ის უნდა თამაშობდეს. მთელი კოლუმბია დამწუხრებულია, როდესაც სათადარიგო სკამზე ვხედავთ“, - განაცხადა უილსონმა.

შეგახსენებთ, რომ ხამესმა მიმდინარე სეზონში ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა. „ბაიერნთან“ საიჯარო ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით, მიუნხენელები არ გამოისყიდიან.

„იუვენტუსს“ კი მას შემდეგ უკავშირებენ, რაც ტურინელთა რიგებში მისი მეგობარი კრიშტიანუ რონალდუ გადავიდა. გავრცელებული ცნობით, პორტუგალიელი ამ ტრანსფერს ლობირებს კიდეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126666