სხვა

15:05 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეკინი-2022-ის მასპინძლები უმთავრეს ყურადღებას გარემოს დაცვაზე ამახვილებენ

პეკინი-2022 თავისი მისიის ერთგული რჩება - ჩაატაროს „მწვანე, ინკლუზიური, ღია და სუფთა" ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სწორედ ამაზეა გათვლილი საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივები, რომლის ფარგლებშიც მასპინძლები უმთავრეს ყურადღებას ამახვილებენ გარემოს დაცვაზე, ბუნებრივ რესურსებზე და ეკოლოგიაზე.

საშეჯიბრო ზონებში ახალი ობიექტების მშენებლობისას მილიონობით ხე გადაირგო, რათა სამუშაოების დასრულების შემდეგ მათი უკან დაბრუნება იყოს შესაძლებელი. გარემოზე ზრუნვის მაგალითია ასევე სამუშაოების დასრულებამდე ნიადაგის ზედა ფენის აღება და მისი ხელმეორე გამოყენებისთვის შენახვა. ასევე ცნობილია, რომ ჩინეთის სახელმწიფო ელექტროქსელის კორპორაციის დახმარებით პეკინი 2022-ის ყველა ობიექტი მწვანე ენერგიაზე იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თამაშებისთვის პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის 8 სპორტულ ობიექტს კვლავ გამოიყენებენ. მათ შორის, პროფილს შეიცვლის პეკინი-2008 წლის თამაშებზე „წყლის კუბის" სახელით ცნობილი მოცურავეთა არენა, რომელიც 2022 წლის თამაშებისთვის „ყინულის კუბად" გარდაიქმნება და კერლინგს უმასპინძლებას. ასევე ჰოკეისტთა არენად შეიცვლება ტანმოვარჯიშეთა დარბაზი, ხოლო გახსნისა და დახურვის ცერემონიებს, ისევე როგორც ეს იყო 2008 წლის თამაშებზე, ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ჩიტის ბუდე".

www.geonoc.org.ge

თეგებიპეკინი 2022
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110994