კალათბურთი

2:59 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "ორ-სამ თვეში დაბრუნება კარგი ამბავია"

საქართველოს ნაკრებისა და „ბასკონიას“ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას უქმობა კიდევ ორი-სამი თვის განმავლობაში რომ მოუწევს, ამის შესახებ უკვე გიამბეთ. თორნიკემ ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა და თქვა, რომ ოპერაციის გაკეთებას და სეზონის საერთოდ დასრულებას, ორი-სამი თვის გამოტოვება სჯობს.

„ოპერაციის გაკეთებასა და სეზონის დასრულებას შორის, 2-3 თვეში დაბრუნება, მინდა ვთქვა, რომ კარგი ამბავია“, - დაწერა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ქართველმა კალათბურთელმა მარჯვენა მუხლის ტრავმა გასული წლის 30 დეკემბერს, ფაკუნდო კამპაცოსთან შეჯახებისას მიიღო. როგორც „ბასკონიას“ ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, ჩვენებური კონსერვატიულ მკურნალობას გააგრძელებს.

0.140398