ფეხბურთი

2:35 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ: "გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი"

კრიშტიანუ რონალდუ 5 თებერვალს 34 წლის გახდა. ეს იყო პირველი დაბადების დღე, რომელიც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა იტალიაში აღნიშნა. კრიშტიანუმ „იუვენტუსის“ ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს მილოცვისთვის და მხარდაჭერისთვის:

„მადლობა, ძალიან ბენდიერი ვარ, ჩემს დაბადების დღეს აქ აღვნიშნავ. იტალიაში ყოფნა, აქ ვარჯიში შესანიშნავია. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოსალოცი მესიჯებისთვის და მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა.

ეს დიდი გამოცდილებაა, ვგრძნობ, რომ აქ ყოფნით გამიმართლა, ხალხი შესნიშნავად მხვდება, განსაკუთრებით, აქ „იუვენტუსში“ და ტურინი ძალიან ლამაზი, მშვიდი ქალაქია. ჩემი ოჯახი აქ ბედნიერია და ამიტომ მეც ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.

გუნდი კარგ ფორმაშია. თავს კარგად ვგრძნობთ, ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობთ, პირველი ტიტული უკვე მოვიგეთ და წელი თასით დავიწყეთ. მზად ვართ შემდეგი მატჩებისთვის", - განუცხადა რონალდუმ Juventus TV-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121567