ფეხბურთი

22:40 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" რონალდუს სურვილით სამ ტრანსფერზე მუშაობს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "იუვენტუსი" კრიშტიანუ რონალდუს სურვილით სამი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება, აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

პირველი არის ისკო, რომელსაც "რეალის" მწვრთნელთან სანტიაგო სოლარისთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და გავრცელებული ინფორმაციით, გუნდიდან წასვლა უნდა. მეორე არის ბრაზილიელი მარსელო, რომლის მიმართ ტურინელების ინტერესი ადრეც არსებობდა. მესამე "ბაიერნის" კოლუმბიელი შემტევი ხამეს როდრიგესია, რომელსაც ნიკო კოვაჩთან საერთო ენა ვერ გამონახა.

marca-ს ცნობით, როდრიგესს უშუალოდ რონალდუმ დაურეკა, საუბრის თემა კი მის "ბებერ ქალბატონში" გადასვლას ეხებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100174