სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

9:26 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელები NBA-ს აკადემიაში ორკვირიან სემინარს დაესწრნენ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში ზაზა ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელები ვასილ მჭედლიშვილი და გუგა პატარაია ინდოეთში, NBA-ს აკადემიაში ორკვირიან სემინარს დაესწრნენ.

ზაზას აკადემია მწვრთნელების განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. უკვე ერთი წელიწადია, რაც აკადემიაში სპეციალური პროგრამა მოქმედებს. ამ პროგრამის ფარგლებში ტარდება ყოველდღიური სემინარები: ფსიქოლოგთან, ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან, წარმატებულ ქართველ სპეციალისტებთან. აკადემიას რეგულარულად ჩამოჰყავს უცხოელი სპეციალისტები.

NBA-სთან თანამშრომლობა პროგრამის მეორე ეტაპია. სამომავლოდ ეს ინტენსიურ სახეს მიიღებს და აკადემიის მწვრთნელები პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

გიორგი ალავიძე (ზაზა ფაჩულიას აკადემიის დირექტორი): „აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდა მწვრთნელების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. უკვე მეოთხე წელიწადია, რაც ინტენსიურად ვთანამშრომლობთ NBA-სთან. ეწყობა საზაფხულო კემპი აკადემიის მოსწავლეებისთვის. მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა აკადემიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ახალგაზრდა, მონდომებულ მწვრთნელებს, რომ უფრო მეტად განავითარონ შესაძლებლობები და აიმაღლონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

ამ მიზნით, წლეულს პირველად, აკადემიის ორი მწვრთნელი გაემგზავრა NBA-ის აკადემიაში. ამ ეტაპზე 30 მწვრთნელი გვყავს. მსურველებს შეუძლიათ კვლავ გამოთქვან ინტერესი და ჩაერთონ მწვრთნელთა განვითარების პროგრამაში. აკადემია უამრავ ინოვაციურ პროექტს გეგმავს და გვჯერა, რომ ქართული კალათბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ.“

გუგა პატარაია: "ძალიან საინტერესოა ყველაფერი, რაც აქ ხდება. ერთ-ერთი ორგანიზატორისგან - ჯენიფერ აზისგან ყველა ბევრს სწავლობს. გამოცდილების გაზიარებით გვეხმარება კემპის კიდევ ერთი ორგანიზატორი ბლერ ჰარდიეკი. თქმა არ უნდა, აქ ყოფნით ბევრს ვითვისებთ კალათბურთში ჩვენზე გაცილებით დიდი გამოცდილების მქონე ხალხისგან. ადრეც ვთქვი და ერთხელაც გავიმეორებ - ჩვენთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ვმუშაობთ მაღალი დონის მწვრთნელებთან."

პერსპექტივაზე

.: "ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს მწვრთნელებს. აქ უამრავ დეტალს ვიჭერთ. გოგონების კემპი ჩვენთვის მნიშვნელოვანი, აუცილებელი იყო. თეორია პრაქტიკაში უნდა გადავიტანოთ. ორშაბათიდან უკვე სხვა მწვრთნელ-ინსტრუქტორთან - ჟაკ ვან დესქიუერთან ვიწყებთ მუშაობას. სპეციალისტი, რომელიც ადრე „სან ანტონიო სპერსში“ იყო და კალათბურთში დიდ პატივს სცემენ.

აქ გატარებული პერიოდი რომ შევაჯამო...მართლა საოცარი პირობებია, რომ გაზარდო კარგი კალათბურთელი. მაღალი დონის სპეციალისტები მაქსიმალურად ეხმარებიან ახალგაზრდებს. ინდოეთის სხვადასხვა ქალაქიდან აქ ყველაზე ნიჭიერი, პერსპექტიული ბავშვები არიან. ბიჭები ფიზიკურადაც მაგრად არიან მომზადებულები და საკმარისი საკალათბურთო ცოდნაც აქვთ.

ჩვენი ამერიკელი მენტორი აქ მეოცე თვეს ატარებს. მისი მთავარი მოვალეობა მოთამაშეების განვითარება, მათი ფუნდამენტალური მომზადება. მისი ცოდნა ბავშვებს საერთო დონის გაზრდაში უწყობს ხელს. წარმოიდგინეთ, ბიჭების უმეტესობამ ვარჯიში შარშან დაიწყო და დღეს უკვე დაფრინავენ. საუბარია 14-15 წლის ბიჭებზე.

მასპინძლებზე

.: ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. კომფორტს გვიქმნიან, ცდილობენ, რომ არ მოვიწყინოთ. ჩვენმა ამერიკელმა ინსტრუქტორმა გუშინ თავის სახლში დაგვპატიჟა. კარგი დრო გავატარეთ. მოვისმინეთ ბევრი კარგი ისტორია. როგორ მოხვდა ის სან ანტონიოში, რა გზა გაიარა, გაიხსენა სან ანტონიოში გატარებული პირველი სეზონი. ბუნებრივია, გაიხსენა ის იმედგაცრუება, როდესაც „სპერსმა“ თითქმის მოგებული ფინალი წააგო „მაიამისთან“, როდესაც რეი ალენმა ის სამიანი ჩააგდო. გაიხსენა შემდეგი სეზონი, როდესაც ორმაგად მოტივირებული „სან ანტონიო“ ჩემპიონი გახდა და მან ჩემპიონის ბეჭედი მიიღო.

კარგი რჩევა მოგვცა - არასოდეს იფიქროთ რა იქნება მომავალში, გააკეთეთ თქვენი საქმე მაღალ დონეზე დღეს და მომავალში ყველაფერი აწყობილი დაგხვდებათ. ძალიან ხშირად მოჰყავს მაგალითად ისტორიული ფრაზები, გამონათქვამები. ოცნება.

ვასოსთვის და ჩემთვის აქ ჩამოსვლა, გამოცდილების მიღება, ახდენილი ოცნებაა. ვასოს და ჩემი სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ზაზა ფაჩულიას, მისი აკადემიის დირექტორს გიორგი ალავიძეს და აკადემიის სპორტულ დირექტორს ლაშა ფარღალავას ამ შანსისთვის, კვალიფიკაციის აწევის უნიკალური შესაძლებლობა რომ მოგვცეს. ეს კეთდება არამხოლოდ ჩვენთის, არა მხოლოდ ზაზაფაჩულიას აკადემიისთვის, ეს ქართული კალათბურთისთის კეთდება. და ეს დასაფასებელია."

ზაზა ფაჩულიას აკადემიის პრეს-ცენტრი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114165
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X