სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

12:51 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარგი მწვრთნელი ბექა ჭყოიძე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ყველა მწვრთნელს თავისი დატვირთვა აქვს, ყველას თავისი ხედვა აქვს, თავისი წილი პასუხისმგებლობა. ყველა ხედავს თავის გზას და პატარებს ცოდნას, გამოცდილებას აძლევს.

წარმოგიდგენთ ბექა ჭყოიძეს. მწვრთნელი, რომელიც პატარებისთვის გასაგებ ენაზე საუბრობს, რაც მწვრთნელის და ბავშვის ურთიერთობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია.

რამდენ გუნდს ავარჯიშებს ეს მწვრთნელი?

ბექა ჭყოიძე: 7 გუნდს. 6 გუნდში მთავარი მწვრთნელი ვარ. მეშვიდეში - ასისტენტი.

რამდენად იოლად უღებენ ალღოს ბავშები ბექას მითითებებს?

.: ვცდილობ, ბავშვებს ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე მივაწოდო. ჯერჯერობით, ამ მხრივ ყველაფერი კარგად მიდის. ბავშვებთან საერთო ენას მარტივად ვპოულობ და ამის შემდეგ, ყველაფერი უფრო მარტივია. თუ შენი პიროვნება, შენი მუშაობის სტილი ბავშვებისთვის მისაღებია, ისინი მიგიღებენ, მოგისმენენ, შენს ნებისმიერ რჩევას გაითვალისწინებენ. ვცდილობ, რომ ყველა გუნდს მისთვის კონკრეტულად შემუშავებული გეგმა, სისტემა შევთავაზო. ვცდილობ, არ ვიყო შაბლონური. ალბათ, ეს მიმარტივებს მუშაობის პროცესს.

სამწვრთნელო ინსპირაციები.

.: არსებობს ბევრი მწვრთნელი, როგორც ქართულ, ასევე არაქართულ საკალათბურთო სივრცეში, ვისგანაც უამრავი საინტერესო ნიუანსი დამიჭერია. არ მყავს ერთი კონკრეტული მისაბაძი ადამიანი. ვცდილობ, ვიყო ინდივიდუალურად გამორჩეული და შევქმნა ჩემი, დამოუკიდებელი მწვრთნელის ტიპი.

6 გუნდში მთავარ მწვრთნელად მუშაობის დროს მიწევს სხვადასხვა ტიპის და სპეციფიკის შემუშავება. ყველა პროცესს მხოლოდ ჩემთვის დამახასიათებელი ხელწერა აქვს, მაგრამ ამავე დროს, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ვცდილობ, ვიყო მრავალფეროვანი.

ბექა ჭყოიძე U 16 გუნდის მწვრთნელი განსხვავდება 2009-წლიანებისგან შემდგარი გუნდის მწვრთნელი ბექასგან. უბრალოდ, როგორც გითხარით, არ იცვლება ჩემთვის მნიშვნელოვანი პრინციპები, ის ხაზი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემმა მოთამაშეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერ გუნდში აუცილებელია: 1. მზადყოფნა; 2. დისციპლინა; 3. პატივისცემა; 4. თვითრწმენა; 5. კომუნიკაცია; 4. თავისუფალი დრო...

კალათბურთს მიღმა

მაქვს ორი სახის თავისუფალი დრო - ვარჯიშებს შორის და სამსახურის გარეთ. თუ არ ვარ დარბაზში, ძირითადად, ვკითხულობ ან ფილმს/სერიალს ვუყურებ. ბოლო დროს, მეგობრებისთვის ცოტა დრო მრჩება. მაქვს შუალედებიც - სანამ ჩემი საყვარელი მწერალი ახალ ნაწარმოებს ან ძველის გაგრძელებას დაწერს, ან - სანამ სერიალის ახალი სეზონი გამოვა.

ვუყურებ ყველანაირ სპორტს. ჩემი ძმა მეხუმრება, შენთვის მთავარია კადრები ერთმანეთს ენაცვლებოდესო.

ვარჯიშებს შორის თავისუფალ დროს კი ან სხვა მწვრთნელების ვარჯიშებს ვუყურებ, ან - ახალ ვარჯიშებს ვეძებ.

ვკითხულობ საკალათბურთო ბლოგებს, ვმუშაობ ახალ სისტემებზე, კომბინაციებზე, ვფიქრობ დავამუშავებ ახალ პროექტებს. მაქვს ახალი იდეები, თუმცა ჯერ მხოლოდ ფორმირების პროცესში.

ეს ზაზა ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელი ბექა ჭყოიძეა.

ზაზა ფაჩულიას აკადემიის პრეს-ცენტრი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.164596
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X