ფეხბურთი

0:48 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "ახლა ყველაფერი განსხვავებულია, ვიღიმით, პოზიტიური გარემოა"

ერთი იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჟოზე მოურინიოსთან და მეორეა ოლე გუნარ სოლსკიაერთან ერთად. „წითელი ეშმაკები“ საოცრად ათამაშდნენ და შეუირაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მწვრთნელის ცვლილებამ გუნდს სულზე მიუსწრო.

ამას არც მალავს რომელუ ლუკაკუ, რომელიც Canal+ სთან საუბარში ამბობს, რომ ყველაფერი შეიცვალა. გუნდში გარემო გაცილებით პოზიტიური გახდა.

„ახლა ყველაფერი განსხვავებულია. გარემო უფრო პოზიტიური გახდა, ვიდრე ადრე იყო. ხალხი იღიმის, როდესაც მოედანზე გავდივართ, სიამოვნებას ვიღებთ. ყველაფერი კარგადაა და ასე უნდა გავაგრძელოთ.

ფეხბურთელებს სურთ, რომ თავიანთი შესაძლებლობები მწვრთნელს დაუმტკიცონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, გუნდური სულისკვეთებაა“, - განაცხადა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომ სოლკიაერმა „მანჩესტერი“ დეკემბერში ჩაიბარა და ყველა მატჩი მოიგო ერთი გარდა („ბარნლისთან“ 2:2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117141