ფეხბურთი

16:55 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი კლოპს გაუწყრა

„ლივერპულს“ არცთუ ისე წარმატებული პერიოდი დაუდგა. „წითლებმა“ ბოლო ორ მატჩში ოდენ 2 ქულა დააგროვეს და „მანჩესტერ სიტის“ ძალიან ახლოს მისვლის შესაძლებლობა მისცეს.

„ლესტერთან“ განიავებული ორი ქულის შემდეგ „ლივერპულმა“ ლონდონში, „ვესტ ჰემსაც“ ვერ მოუგო. იურგენ კლოპის გუნდმა ერთადერთი გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა, თუმცა მსაჯებისთვის ეს შეუმჩვენეველი დარჩა.

ნამატჩევს, „ჩაქუჩების“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კლოპს კბილი გაჰკრა და ძველი ცოდვებიც გაუხსენა:

„ის თამაშგარედან გატანილი გოლებით ცხოვრებს. როდესაც „მალაგას“ მწვრთნელი ვიყავი, „დორტმუნდმა“ ერთი გოლი 7-მეტრიანი თამაშგარიდან გაიტანა. შესაბამისად, ასე, რომ მას არ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს“, - თქვა პელეგრინიმ.

არგენტინელმა 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გაიხსენა, როდესაც თავად „მალაგას“, ხოლო კლოპი „დორტმუნდს“ ავარჯიშებდა.

შემდეგ კი განაგრძო: „ჩვენ არ წავაგეთ თამაში, რადგან ორიჯიმ შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, თუმცა მა ეპიზოდშიც თამაშგარე იყო, რადგან ნახევარი მეტრით ახლოს იყო კართან. გვერდითი მსაისგან ეს დიდი შეცდომა გახლდათ“, - დასძინა პელეგრინიმ.

კლოპი კი, მიიჩნევს, რომ მსაჯს უკეთ უნდა დაენახა საგოლე შეტევის ეპიზოდში მილნერის პოზიცია. იქვე დაამატა, 62 ქულა გვაქვს, აქამდე ერთადერთხელ დავმარცხდით და ეს ძალიან პოზიტიური ამბავიაო.

Loading...
სტატისტიკა
0.224234