ფეხბურთი

0:33 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩს "რეალში" დარჩენა უნდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა გუნდის დატოვება გადაიფიქრა და ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. როგორც გამოცემა As-ი იტყობინება, ხორვატი იმედოვნებს, რომ კლუბისგან შეთავაზებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ფლორენტინო პერესიც მზადაა ლუკასთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და სავარაუდოა, რომ ერთი ან ორი წლის ვადით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მხარეები შეთანხმდებიან.

მოდრიჩს „სამეფო კლუბთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. არცთუ დიდი ხნის წინ ხორვატს აქტიურად მილანის „ინტერს“ უკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში 22 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

0.110307