ფეხბურთი

23:10 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მჭედლიშვილის საგოლე პასი ხორვატიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ხორვატიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდა და „გორიცამ“ 2019 წელი კარგად დაიწყო. მოგეხსენებათ, ქართველი მცველი გიორგი მჭედლიშვილი თამაშობს ამ გუნდის რიგებში.

„გორიცამ“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „რიეკას“ მისსავე მოედანზე (3:1) მოუგო და ამაში ჩვენებურმაც შეიტანა თავისი წვლილი.

მჭედლიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სწორედ მისი ფლანგური გადაცემით გაიტანა დვორნეკოვიჩმა. საბოლოოდ, სტუმრებმა გაიმარჯვეს და მდგომარეობა გაიუმჯობესეს.

27 წლის ჩვენებურმა აღნიშნულ მატჩში 22-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. აქვე გეტყვით, რომ გიორგის მიმდინარე სეზონში 13 თამაში აქვს ჩატარებული.

„გორიცა“ კი 19 ტურის თავზე 30 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118756