ფეხბურთი

17:47 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალას თვითმფრინავში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ემილიანო სალას დაკარგულ თვითმფრინავის ნარჩენებში, რომელსაც ლა მანშის სრუტეში კუნძულ გერნსის მახლობლად მიაგნეს, ერთი ადამიანის ცხედარიც აღმოაჩინეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტრანსპორტის საჰაერო ინციდენტების საგამოძიებო განყოფილება ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია ვის ცხედარს მიაგნეს სამძებრო სამუშაოების შედეგად - ემილიანო სალას თუ 59 წლის პილოტის, დევიდ იბოტსონის.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორივე ადამიანის ოჯახის წევრების დახმარებით ეცდებიან, რომ გარდაცვლილის ვინაობა დაზუსტდეს. ცხედარს Piper PA-47 Malibu-ს ნაწილებში ვიდეომასალის მეშვეობით მიაკვლიეს.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მიფირნავდა და ლაინერმა კატასტროფა განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11534