ფეხბურთი

21:05 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" კაპიტანს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ესპანურმა „ვალენსიამ“ კაპიტან დანი პარეხოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „ღამურების“ ვებგვერდი იტყობინება, პარეხო „მესტალიაზე“ 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

29 წლის ფეხბურთელი „ვალენსიას“ ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა (4 საგოლე პასი).

დანი პარეხო „ვალენსიაში“ 2011 წელს „ხეტაფედან“ გადავიდა. მას შემდეგ „მესტალიელთა“ რიგებში 310 თამაში ჩაატარა, 49 გოლი გაიტანა და 51 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113783