ფეხბურთი

16:50 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკოში" მესის თამაში საეჭვოა

„ელ კლასიკომ“ შესაძლოა ლიონელ მესის გარეშე ჩაიაროს, რადგან არგენტინელი ფეხბურთელის თამაში მოახლოებულ შეხვედრაში საეჭვოა. მესის მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აქვს და ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას.

ლიონელი „ბარსას“ სამედიცინო ცენტრს ეწვია, სადაც მკურნალობას აგრძელებს. ექიმებს კი იმედი აქვთ, რომ „რეალის“ წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს. მოგეხსენებათ, დაზიანება შაბათს, „ვალენსიასთან“ მატჩში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მესის „ელ კლასიკო“ უკე გაუცდა, თუმცა მაშინ „ბარსელონამ“ „რეალი“ ადვილად (5:1) დაამარცხა.

რაც შეეხება სამეფო თასის ნახევარფინალურ დუელს, შეხვედრა 6 თებერვალს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110072