ფეხბურთი

16:15 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახეთის 52 მწვრთნელს, გადამზადების შედეგად, უეფას C ლიცენზია გადაეცათ

მთელი კახეთის რეგიონის მასშტაბით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შესაბამის რეგიონულ ფედერაციასთან ერთად 52 მწვრთნელი გადაამზადა, რომლებიც ახლა უკვე ოფიციალურად c ლიცენზიის მფლობელები არიან.

მწვრთნელებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ბავშვთა ადგილობრივ გუნდებთან მუშაობს, მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა.

შეხვედრაზე, რომელსაც თელავმა უმასიპიბძლა, საქართველო ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი იყვნენ.

დიპლომების გადაცემის ცერემონიამდე, შეხვედრის მონაწილეებმა კახეთში აქტიურად მიმდინარე საფეხბურთო პროცესებზე იმსჯელეს. მასპინძლებმა უკანასკნელ წლებში რეგიონში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებები განიხილეს და მათ შორის, ხაზგასმით აღნიშნეს ლაგოდეხის აკადემია, რომელშიც მთელი კახეთის რეგიონის გამორჩეული ბავშვები ეუფლებიან ფეხბურთს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო პერსპექტივებიც შეაფასეს და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე ისაუბრეს.

შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა შეაჯამა: „კახეთის რეგიონი პირველია, სადაც ჩატარდა გადამზადების კურსები, რაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ქართული ფეხბურთის სწორი განვითარებისათვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბავშთა ფეხბურთის პირამიდის ის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს ითხოვს. სწორედ ბავშთა ფეხბურთის განვითარების პროგრამის ნაწილია იმ მწვრთნელთა გადამზადებაც, რომლებიც რეგიონებში ბავშვებთან მუშაობენ.“- აღნიშნა მან.

სასწავლო პროცესსა და სამწვრთნელო განათლების C საფეხურის უახლოეს გეგმებზე ისაუბრა ზაზა ზამთარაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა. მისი თქმით, გადამზადების კურსი სამეგრელოში გაგრძელდება და წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს.

GFF.GE

0.124814