ფეხბურთი

15:43 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

Daily Mail: სალა "ნანტიდან" "კარდიფში" გადასვლის წინააღდეგი იყო

„კარდიფ სიტის“ დაკარგული თავდამსხმელის, ემილიანო სალას შესახებ ახალ ცნობა ვრცელდება. Daily Mail-ი წერს, რომ არგენტინელ ფეხბურთელს „ნანტის“ დატოვება და „კარდიფში“ გადასვლა არ უნდოდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა იტყობინება, ტრანსფერი „ნანტის“ პრეზიდენტ ვალდერმარ კეიტასა და აგენტ უილი მაკკის ინიციატივით განხორციელდა. ამ უკანასკნელს ტრნასფერის თანხის 10% ერგებოდა და ალბათ, ამიტომაც იაქტიურა.

თავად სალა კი, საფრანგეთიდან აბარგების წინააღმდეგი იყო, მაგრამ გუნდმა ის უელსურ გუნდში მაინც გაყიდა.

როგორც ჩანს, ემილიანოს გადაწყვეტილება კარდიფში კერძო თვითმფირნავით გამგზავრებაც იმას უკავშირდება, რომ ნანტში მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად, რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა.

შეგახსენებთ, რომ „ნანტიდან“ „კარდიფში“ გადასული ემილიანო სალას თვითმფრინავის ნაწილებს ორკვირიანი ძებნის შედეგ ლა მანშის სრუტეში მიაგნეს. თუმცა, ფეხბურთელისა და პილოტის ცხედრების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

სტატისტიკა
0.403778