ფეხბურთი

17:30 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმონემ მორატა შეაქო

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ალვარო მორატა გუნდში კონკურენციას გაზრდის და იგი შეტევებს კარგად ასრულებს.

"მორატა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ალვარო არჩევანის საშუალებას და იგი შეტევებს ჩინებულად ამთავრებს. სეზონის ბოლომდე ოთხი ფორვარდი მეყოლება და ვფიქრობ მორატა დიეგო კოშტას, ნიკოლა კალინიჩს და ანტუან გრიზმანს კარგად შეეწყობა." - ციტირებს Football Espana სიმეონეს სიტყვებს.

26 წლის მორატა მადრიდულ გუნდში სეზონის ბოლომდეა განათხივრებული და "როხიბლანკოსს" მისი გამოსყიდვის უფლება აქვს დატოვებული. სეზონის პირველა ნახევარში კი მორატამ "ჩელსის" რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117954