ფეხბურთი

13:15 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ეს ფეხბურთია, გოლებით კმაყოფილი ვარ, შედეგით არა"

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ "პარმასთან" ფრედ (3:3) დასრულებულ იტალიის 22-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი მშვიდადაა და აღნიშნული წარუმატებელი თამაშისთვის ტრაგედია არ უნდა შეიქმნას.

"ეს ფეხბურთია, გოლებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგით - არა. "პარმა" ჩვენ შეცდომებს ელოდებოდა, თამაში დასასრულისკენ კი დაცვაში ჩაჯდა. ვფიქრობ, რომ შესაცვლელი არაფერია, ყველა ელოდება "იუვენტუსისგან" გამარჯვებას, რადგან საუკეთესო კლუბია. ახლა მშვიდად ყოფნა გვჭირდება, არაფერზე უნდა დავმწუხრდეთ, რადგან თავდაჯერებულები ვართ." - ციტირებს Football Italia პორტუგალიელის სიტყვებს.

"იუვენტუსი" რამდენიმე დღის წინ იტალიის თასის გათამაშებას "ატალანტასთან" 0:3 წაგების შემდეგ გამოეთიშა. ამჯერად კი "პარმასთან" ფრედ ითამაშა. იტალიის ჩემპიონატში "ბაინკონერი" 60 ქულით პირველ ადგილზეა და "ნაპოლის" ცხრა ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110927