ფეხბურთი

1:48 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: მესიმ „ბარსას“ კვლავ უშველა და ქომაგებიც შეაშფოთა

„ბარსელონამ“ და „ვალენსიამ“ ისევ ფრედ ითამაშეს (პირველ წრეში 1:1), ისევ ჩინებული სპექტაკლი შესთავზეს მაყურებელს. თუმცა, სატურნირო თვალსაზრისით, კატალონიელები, ალბათ კმაყოფილები არ უნდა იყვნენ. თუ კვირას „ატლეტიკომ“ „ბეტისთან“ წარმატებით ითამაშა, „ბარსასთან“ ჩამორჩენა მხოლოდ სამი ქულღა დარჩება. ნეიტრალური ქომაგისთვის კი ეს ჩინებული ამბავია, საჩემპიონო ბრძოლა ეშხში შედის და ამაზე კარგი რა უნდა იყოს.

მასპინძები, შესაძლოა, დამრიგებელ ერნესტო ვალვერდეს ექსპერიმენტების მსხვერპლიც გახდნენ. მან ხომ ჟორდი ალბა და კლემან ლანგლე თადარიგში დატოვა. ჟერარ პიკეც პირველივე ტაიმში დაშავდა სახის არეში, მაგრამ მაინც ბოლომდე დარჩა მინდოზე.

სტურებმა 24-ე წუთზე გახსნეს ანგარიში, ნახევარი საათის თავზე კი 2:0 იგებდნდნ... ჯერ გამეირომ გაიტანა, მერე პარეხომ გააორა თერთმეტმეტრიანით. ეს უკვე ნამეტანი იყო.

თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ კატალონიელები ვერ თამაშობდნენ. პარეხოს გოლის შემდეგ ლეო მესიმ ასევე პენალტით, მალევე გაქვითა ერთი ბურთი. შესვენებამდე არგნტინელმა გენიოსმა კინაღამ დუბლი გაიფორმა. მანამდე კი სერხი რობერტომ სტუმათა კარის ძელის სიმყარე შეამოწმა.

მეორე ტაიმში ბარსელონელთა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა. თუმცა, დროდადრო „ღამურებიც“ მწარედ იკბინებოდნენ. მერე სტუმრები ცოტა გაიხსნენ და მეორე გოლიც მიიღეს - მესიმ, საჯარიმოს გარედან, ცაციათი, დაბალ მარცხენა კუთხეში შეაგდო.

მალევე დუბლის ავტორმა მილიონობით გულშემატკივარს ლამის სასო წარუკვეთა, როცა კოჭლობით მივიდა აუტის ხაზთნ და კლუბის ექიმებს უხმო. ორიოდ წუთის განმავლობაში ტელეკამერები მას უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ, ვიდრე მონდორზე მიმდინარე ამბებს. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

„ბარსა“ ისევ უტევდა, ზედიზედ მეცხრე მოგების მოსაპოვებლად, მაგრამ „ვალენსია“ აღარ გატყდა და შეხვედრაც 2:2 დამთავრდა.

კიდევ საინტერესო ის იყო, რომ დღის გვიან მატჩში, „სელტამ“ თურქი ოკაი იოკუშლუს ეული გოლით „სევილიას“ მოუგო და გასავარდნ ზონას დროებით დააღწია თავი. ანდალუსიელებმა კი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, მაგრამ ჯერჯერობით ისევ საუკეთესო ოთხეულში რჩებიან.

ესპანეთი

პრიმერა. 22-ე ტური. 2 თებერვალი

ბარსელონა - ვალენსია 2:2

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 76 789

0:1 გამეირო (24), 0:2 პარეხო (32 პენ), 1:2, 2:2 მესი (39 პენ, 64)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ (ალბა 46), პიკე, ვერმალენი, რობერტო, რაკიტიჩი, ვიდალი, ალენია (არტური 66), კოუტინიო (მალკომი 84), მესი, სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ვალენსია: ნეტო, პიჩინი, გარაი, პაულისტა, ლატო, კოკლენი (კონდოგბია 72) , პარეხო, ვასი, ჩერიშევი, როდრიგო (მინა 79), გამეირო (ფერან ტორესი 40)

მწვრთნელი: მარსელინო

მსაჯი: ალბერტო მალიენკო

გაფრთხილება: რობერტო (31), რაკიტიჩი (45+2), ალბა (90+1)

სელტა - სევილია 1:0

ვიგო. „ბალაიდოსი.“ 17 503

სელტა: რუბენი, მალიო, ხუნკა, არაუხო, კაბრალი, იოკუშლუ (კოსტასი 86), ბელტრანი, ხოსაბედი (ლობოტკა 68), მენდესი, ბუფალი (სისტო 80), გომესი

მწვრთნელი: მიგელ კარდოზუ

სევილია: ვაცლიკი, არანა (მესა 35), გომესი, კაიერი, მერკადო, ბანეგა, ვასკესი (ამადუ 69), სარაბია (ესკუდერო 76), პრომესი, ბენ-იედერი, ანდრე სილვა

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: იოკუშლუ (49), ბელტრანი (80), კოსტასი (88), მენდესი (90); სარაბია (29), გომესი (63), ბენ-იედერი (88), ბანეგა (89)

ლევანტე - ხეტაფე 0:0

სოსიედადი - ატლეტიკი 2:1

1:0 ოიარსაბალი (16), 2:0 ვილიანი (45), 2:1 გარსია (82)

82-ე წუთზე გარსიამ ვერ გამოიყენა პენალტი

1 თებერვალი

უესკა - ვალიადოლიდი 4:0

1:0 კალიეხო (19), 2:0 პულიდო (50), 3:0 გომესი (53), 4:0 ავილა (77)

Loading...
სტატისტიკა
0.414776