ფეხბურთი

23:40 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა უიღბლო დღე

გერმანიის ბუნდესლიგის მეოცე ტური ტური ლიდერთათვის წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ამით მაინც „დორტმუნდმა“ ისარგებლა. ლუსიენ ფავრის გუნდმა მიუხედავად იმისა, რომ ფრანკფურტში ვერ მოიგო, უშუალო კონკურენტ „ბაიერნთან“ ქულათა სხვაობა გაზარდა.

„დორტმუნდს“ „აინტრახტთან“ ადვილი თამაში რომ არ ექნებოდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო. შედეგად, მაინც და მაინც, უკმაყოფილო არ იყოს, რომ ორი ქულა დაკარგა. ორი გოლი გავიდა და ორივე პირველ ტაიმში. ჯერ მარკო როისმა გახსნა ანგარიში, მაგრამ ფრანკფურტელები დიდი ხანი არ ყოფილან მდევრის როლში, რადგან ლუკა იოვიჩმა, რომელიც მიმდინარე სეზონში ბრწყინავს, მორიგი გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში მცდელობის მიუხედავად ვერცერთმა გუნდმა სიტუაცია ვერ შეცვალა და ქულები გაიყვეს. ამ ფრემ უფრო „დორტმუნდი“ ახეირა, რადგან „ყვითლებმა“ „ბაიერნთან“ უპირატესობა მაინც გაზარდა. აი, „აინტრახტი“ კი, ჩემპიონთა ლიგის ზონას უფრო დაშორდა.

„ბაიერნი“ უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ და უნდა ვთქვათ, რომ ლევერკუზენში ძალიან ცუდად ითამაშა. „რეკორდმაისტერმა“ „ბაი არენაზე“ პირველი ტაიმის ბოლოს ლეონ გორეცკას გოლით დაწინაურება შეძლო, თუმცა ნაანტრაქტევს ნიკო კოვაჩის გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა. „ლევერკუზენმა“ ლეონ ბაილის ჩინებული საჯარიმოთი მალევე გაათანაბრეს, ხოლო ზუსტად ათ წუთში მიუნხენელთა დაცვაში წარმოქმნილი უყურადღებობით კევინ ვოლანდმა ისარგებლა და „ფარმაცევტები“ დააწინაურა. ბოლოს, „ბაიერნის“ დაცვა კიდევ ერთხელ გაისარჯა საშინლად და ბრანდტის გადაცემით ალარიომ ცარიელ კარში ადვილად გაიტანა.

შედეგად, „ბაიერნი“ არათუ 7 ქულით ჩამორჩა „დორტმუნდს“, არამედ მეორე ადგილიც დაკარგა.

„გლადბახმა“ დღის დასკვნით შეხვედრაში გელზენკირხენის „შალკე“ მისსავე მოედანზე ბოლოსკენ გატეხა და „რეკორდმაისტერს“ ქულებით გაუტოლდა. აი, ბურთების ბალანსი უკეთესი აქვს და ამის გამო მეორე ადგილზე იმყოფება.

სხვა მატჩებს რაც შეეხება, მშვიდობიანი დღე იყო. „ნიურნბერგი“ – „ვერდერი“ და „ჰოფენჰაიმი“ – „დიუსელდორფი“ ფრედ, თანაც, ერთნაირი ანგარიშით - 1:1. „ვოლფსბურგმა“ კი, დედაქალაქში „ჰერტას“ სძლია და ევროპა ლიგის ზონაში ამოჰყო თავი.

„ნიურნბერგი“ – „ვერდერი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ეგეშტეინი (64), 1:1 იშაკი (86)

„ლევერკუზენი“ – „ბაიერნი“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 გორეცკა (41), 1:1 ბაილი (53), 2:1 ვოლანდი (63), 3:1 ალარიო (87)

„აინტრახტი“ – „დორტმუნდი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 როისი (22), 1:1 იოვიჩი (36)

„ჰერტა“ – „ვოლფსბურგი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვეგორსტი (65)

„ჰოფენჰაიმი“ – „დიუსელდორფი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კრამარიჩი (16, პენ), 1:1 ჰენინგსი (46)

„შალკე“ – „გლადბახი“ 0:2 (0:0)

გოლი: 0:1 კრამერი (85), 0:2 ნოჰაუსი (90)

თეგებიბუნდესლიგა
Loading...
სტატისტიკა
0.321209