ფეხბურთი

19:12 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯო კოული: „აზარი საუკეთესო ფეხბურთელია „ჩელსის“ ისტორიაში“

„ჩელსის“ ყოფილ ფეხბურთელს, ჯო კოულს, რომელიც ამჟამად ლონდონური კლუბის აკადემიაში მუშაობს, მიაჩნია, რომ ბელგიელი ედენ აზარი, “არისტოკრატების“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

„როცა აზარი „ჩელსიში“ მოვიდა, მაშინვე ვთქვი, რომ ის წარმოუდგენელ კვალს დატოვებდა. ახლაც ასე ვფიქრობ. ბევრ შესანიშნავ ფეხბურთელთან მითამაშია მხარდამხარ, მაგრამ ედენი ყველასგან გამორჩეულია. უმაღლესი კლასის ოსტატი. ვფიქრობ, კლუბის ისტორიაში ის საუკეთესო მოთამაშეა და კარგია, რომ „ჩელსი“ მას ინარჩუნებს.“ - უთხრა კოლუმა Mirror-ს.

აზარი „ჩელსიში“ 2012 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე ბელგიელმა ხუთი პრიზი მოიგო, მათ შორის: ორჯერ პრემიერლიგის ტიტული, ქვეყნის ასოციაციისა და ლიგის თასები, ასევე ევროპა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114282