ავტოსპორტი

4:32 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ ახალ სარბოლო მანქანას 13 თებერვალს გვიჩვენებს

„მერსედესი“ თავის ახალ სარბოლო ავტომობილს, რომლითაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონში იასპარეზებს, 13 თებერვალს, სეზონისწინა ტესტების დაწყებამდე ხუთი დღით ადრე გვიჩვენებს.

ოღონდ, ჯერ დახურულ ტრეკზე გაიმართება W10-ის პირველი გარბენი, რის შემდეგაც გუნდი მის ფოტოებს გამოაქვეყნებს. ტრასაზე ავტომობილის პირველი საჯარო გამოსვლა კი ტესტების დროს იქნება შესაძლებელი.

„მერსედესი“ მეშვიდე გუნდია, რომელმაც ახალი სარბოლო ავტომობილის პირველი ჩვენება დანიშნა. მათგან პირველი პრემიერა „ტორო როსოს“ აქვს დანიშნული (11 თებერვალს). „რედ ბულს“, „უილიამსს“ და „ჰაასს“ ჯერჯერობით პრემიერის თარიღი არ დაუნიშნავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111651