სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:52 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მატჩი ისტორიიდან: დაძაბული საღამო ხორვატი გმირით (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

XXI საუკუნის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგაზე სეზონი არ ჩაივლიდა ისე, რომ ტურინის „იუვენტუსისა“ და ლა კორუნიის „დეპორტივოს“ გზები არ გადაკვეთილიყო. სტაჟიან გულშემატკივრებს ეხსომებათ იმ პერიოდში ხავიერ ირურეტას ჩინებულად მობურთალი გუნდი.

„დეპორს“ „იუვე“ არაერთხელ ჰყავს გამწარებული, მაგრამ დღეს გამონაკლის მატჩს გავიხსენებთ, რომელიც 2002-2003 წლების სეზონში შედგა.

მეორე ჯგუფი ეტაპი, D ჯგუფი, მეხუთე ტური, 2003 წლის 12 მარტი.

ჯგუფში ბოლოსწინა ტურის წინ ასეთი ვითარება გახლდათ: „მანჩესტერ იუნაიტედს“ 12 ქულა ჰქონდა და უკვე გაენაღდებინა მეოთხედფინალში თამაში, ხოლო აი, მეორე ადგილისთვის ფიცხელი ბრძოლა მიდიოდა. „იუვენტუსსა“ და „დეპორტივოს“ 4-4, ხოლო შვეიცარიულ „ბაზელს“ 3 ქულა დაეგროვებინათ.

მეხუთე ტურში „ბაზელი“ „ოლდ ტრაფორდზე“ უმოტივაციო „იუნაიტედს“ დაუზავდა (1:1), ხოლო პარალელურად, ტურინში „იუვე“ და „დეპორტივო“ არკვევდნენ ურთიერთობას. ვინაიდან, ამ გუნდთა პირველი მატჩი „რიასორზე“ ფრედ (2:2) დასრულებულიყო, ახლა ვინც მოიგებდა, პრაქტიკულად ინაღდებდა ჯგუფიდან გასვლას.

„იუვემ“ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ჩირო ფერარას სწრაფი გოლით დაწინაურდა კიდეც. მალევე ჩიროს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ამასობაში კი, ირურეტას ბიჭებიც გამოფხიზლდნენ და გაათანაბრეს კიდეც. გეხსომებათ იმდროინდელი „დეპორტივოს“ შეტევის დუეტი, დიეგო ტრისტანი - როი მაკაი. სწორედ მათ გაუშრეს სისხლი ტურინელთა დაცვას. ტრისტანმა პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარი ახალი განახლებული იყო, მაკაიმ ბრწყინვალედ რომ ითამაშა და ულამაზესი გოლი გაუტანა ჯიჯი ბუფონს, რომელიც იმ სეზონში ასევე ბრწყინავდა.

„დეპორტივო“ დაწინაურდა და იტალიის ჩემპიონი მძიმე ვითარებაში ჩავარდა. მარცხი ნიშნავდა, რომ მარჩელო ლიპის გუნდი ზედიზედ მეოთხედ ვერ გადალახავდა მეორე ჯგუფურ ეტაპს. თუმცა, 63-ე წუთზე დავიდ ტრეზეგემ გაათანაბრა. მერე, ფრანგს კიდევ ერთი მაგარი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ძელს გაარტყა ბურთი. ამასობაში, შვედმა ანდრეს ფრისკმა 3 წუთი დაამატა მატჩს და ბოლო წამატებული წუთი მიმდინარეობდა „ბებერმა ქალბატონმა“ რომ გაისროლა. უფრო სწორად ფეხბურთელმა, რომლისგანაც ამას ნაკლებად ელოდნენ.

ალბათ, გახსოვთ ხორვატი მცველი (ხან ნახევარმცველი) იგორ ტუდორი. ცოტა ოდიოზური მოთამაშე იყო და 93-ე წუთზე საჯარიმოს ხაზთან ერთი შეხებით ხოსე მოლინას კარში ისეთი დააჭედა, რომ თქვენგან მოწონებული. ამ გოლმა „იუვენტუსს“ არათუ კონკურეტული თამაში მოაგებინა, არამედ მეოთხედფინალში გაიყვანა.

ბოლო ტურის წინ, ნათელი იყო, რომ „იუვეს“ „დეპორტივო“ ვეღარ დაეწეოდა. ლიპის გუნდისთვის ერთადერთ საფრთხეს „ბაზელი“ წარმოადგენდა, რომელსაც ბოლო ტურში სტუმრობდა კიდეც და „იუვენტუსს“ შვეიცარიაში 0:5 (ან მეტი სხვაობით) არ უნდა წაეგო... „იუვემ“ „ბაზელთან“ მართლაც წააგო, მაგრამ 1:2, მაგრამ შინ 4:0 ჰქონდა მოგებული და მეორე ადგილი შეინარჩუნა. საბოლოოდ, „იუვენტუსმა“, „ბაზელმა“ და „დეპორტივომ“ ჯგუფური ეტაპი 7-7 ქულით დაასრულეს, მაგრამ ჯგუფიდან ტურინული გრანდი გავიდა, რადგან ორივე კონკურენტთან ურთიერთშეხვედრებში (ბურთების შეფარდებაშიც) უპირატესობას ფლობდა.

„იუვენტუსი“ ჯგუფიდან გავიდა და მერე „დეპორტივოს“ გზას კიდევ ორი ესპანური გრანდი, ჯერ „ბარსელონა“ და შემდეგ „რეალი“ დიდებულ სტილში გაუყენა. ფინალში კი ტურინელებმა იტალიური დერბი „მილანთან“ პენალტების სერიაში დათმეს...

აი, იგორ ტუდორს კი, წესით 2003 წლის 12 მარტი არასდროს დაავიწყდება, ისევე, როგორც ტურინელ ქომაგებს არ უნდა დაავიწყდეთ იმ საღამოს ხორვატი გმირი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.115136
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X