ავტოსპორტი

3:40 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ზაუბერი“ ახალი სეზონიდან „ალფა რომეოს“ სახელით იასპარეზებს

„ზაუბერმა“, რომელიც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატზე შარშან „ალფა რომე ზაუბერის“ სახელით ასპარეზობდა, გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან მისი სახელი „ალფა რომეო რეისინგი“ იქნება.

„სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონიდან, ჩვენ „ალფა რომეოს“ სახელით ვიასპარეზებთ“, - განაცხადა გუნდის შეფმ ფრედერიკ ვასორმა.

მისივე თქმით, გასულ სეზონში, რაც „ალფა რომეოს“ პარტნიორი გახდა, გუნდს სოლიდური წინსვლა ჰქონდა როგორც სპორტში, ასევე კომერციულ და ტექნიკურ ასპექტებშიც. ამან მისი თითოეული წევრის მონდომება გააძლიერა. და მძიმე შრომის დაფასებად მათ კარგი შედეგები მიიღეს.

გუნდს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, შეუცვლის თუ არა შასის სახელს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში, ყველა გუნდის თანხმობაა საჭირო იმისათვის, რომ ფორმულა 1-ის კომერციული შემოსავლიდან, კუთვნილი წილი შეინარჩუნოს.

0.167984