ჩოგბურთი

21:30 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

15 წლის წინ: ფედერერმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატი პირველად მოიგო (+VIDEO)

2004 წლის პირველ თებერვალს შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალში მარატ საფინი 7:6, 6:4, 6:2 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი პირველად მოიგო. იმ დროისთვის კი ფედერერმა მეორე დიდი სლემის კატეგორიის ტიტული მოიპოვა - 2003 წელს როჯერი უიმბლდონის გამარჯვებული გახდა.

საფინის დამარცხების შემდეგ შვეიცარიელი ჩოგბურთელი რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა და მომდევნო 237 კვირის განმავლობაში, 2008 წლის 17 აგვისტომდე ლიდერობას ინარჩუნებდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. 2004 წლის შემდეგ ფედერერმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატი კიდევ ხუთჯერ მოიგო.

0.114054