ფეხბურთი

22:05 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი "შანდონ ლუნენში" გადავიდა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მარუან ფელაინი "შანდონ ლუნენში" გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი სეზონი ითამაშებს ფელაინი ჩინურ გუნდში.

ფელაინი "წითელმა ეშმაკებმა" 2013 წელს "ევერტონიდან" 29 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ბელგიელმა ინგლისური გუნდის მაისურით 177 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფელაინმა 2016/17 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში უეფას ევროპა ლიგისგამარჯვებული გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112891