ფეხბურთი

15:27 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძე არაბიძის თანაგუნდელი გახდა

ავთო ებრალიძე კარიერას „ნასიონალში“ გააგრძელებს. ამის შესახებ პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

აქვე გეტყვით, რომ „ნასიონალში“ ერთი ჩვენებური უკვე ირიცხება - გიორგი არაბიძე. ახლა კი, მასთან ერთად ებრალიძეც ითამაშებს. 27 წლის ქართველმა შემტევმა ახალ გუნდში 29-ნომრიანი მაისური მოირგო.

შეგახსენებთ, ებრალიძემ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი „შავესში“ ჩაატარა, 12 მატჩში გოლი ვერ გაიტანა. იქამდე კი, „ვიზეუს“, „ჟილ ვისენტეს“, „ოლივეირენსეს“, „ევორასა“ და „ლაგოსის“ ღირსებას იცავდა.

0.146956