ფეხბურთი

9:51 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის თასის ბოლო ნახევარფინალისტი „ლაციო“ გახდა

იტალიის თასის ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში, რომის „ლაციომ“ მილანის „ინტერი“ სტუმრად მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დამთავრდა)

ანგარიში 108 წუთზე რომაელმა ჩირო იმობილემ გახსნა. მალევე მასპინძლები კინაღამ კაცნაკლულები დარჩნენ, კვადვო ასამოას მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ვიდეოარბიტრთან გადამოწმების შემდეგ, წითელი ყვითლით შეიცვალა. რომაელთა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ მერე Football Italia-ს უთხრა: არასოდეს მინახავს, მსაჯს წითელი ბარათი გაეუქმებინოსო.

დამატებითი დროის მეხუთე წამატებულ წუთზე კი მაურო იკარდიმ პენალტით გაათანაბრა. მანამდე მსაჯმა რუმინელი სტუმარი შტეფან რადუ გააძევა.

თერთმეტმეტრიანები სტუმრებმა უკეთ შეასრულეს. მათგან მხოლოდ რიზა დურმისიმ გააცუდა დარტყმა. მასპინძელთაგან კი ლაუტარო მარტინესმა და რაჯა ნაინგოლანმა ვერ ივარგეს.

ნახევარფინალში „ლაციო“ „მილანს“ შეხვდება, „ფიორენტინა“კი „ატალანტას“

0.114538