ფეხბურთი

9:03 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ჟირონა“ 3:2 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბს“ პირველი შეხვედრაც მოგებული ჰქონდა - 4:2.

ანგარიში 27-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გახსნა. ტაიმის ბოლოს, ფრანგმა დუბლი გაიფორმა. ამჯერად მან ვინისიუსის პასით გაიტანა. მეორე ნახევრის შუაწელში მასპინძელმა პედრო პორომ ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა. თუმცა, 76-ე წუთზე მარკოს ლიორენტემ კიდევ ერთხელ დააწყებინა კატალონიელებს ცენტრიდან და ამით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ თასის ნახევარფინალში ასევე გავიდნენ: „ბარსელონა,“ „ბეტისი“ და „ვალენსია.“

0.112467