ფეხბურთი

21:55 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვზმა" კასტრო გამოისყიდა

24 წლის ესპანელი ფეხბურთელი ხონი კასტრო "ვულვზის" ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ინგლისურმა კლუბმა მცველი მადრიდის "ატლეტიკოდან" 18 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა, რაც საკლუბო რეკორდის გამეორებაა. ფეხბურთელი ინგლისში 2023 წლის ივლისამდე ითამაშებს.

ხონი ესპანურმა კლუბმა "სელტადან" 2018 წლის ივლისში დაიმატა და ერთ დღეში "ვულვზში" გაანათხოვრა. მიმდინარე სეზონში კასტრომ 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113825