ფეხბურთი

19:40 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი "არსენალის" ფეხბურთელია

კატალონიის „ბარსელონა“ ფეხბურთელი დენის სუარესი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. ესპანელმა ნახევარმცველმა გუშინ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და დღეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

25 წლის სუარესი „მეთოფეთა“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. გარიგების ფინანსური დეტალები კი უცნობია.

სუარესი „ბარსელონაში“ 2016 წლიდან თამაშობდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.

0.109851