ფეხბურთი

11:17 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ვილიანის სასწრაფოდ ყიდვა სურს

„პარი სენ-ჟერმენს“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის, ვილიანის შეძენა სურს - გვამცნობს Sky Sports. წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი ბრაზილიელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეეცდება, რადგან მასში დაშავებული თანამემამულის, ნეიმარის შემცვლელს ხედავს. შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს.

თუმცა, ვილიანის ხელში ჩაგდება არცთუ იოლი საქმე იქნება, რადგან „ჩელსი“ მასთან განშორებას არ აპირებს. „არისტოკრატთა“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ თქვა კიდეც, ამას წინებზე, პრესკონფერენციაზე: ვილიანი ერთობ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია „ჩელსისთვის“ და ის გუნდში უნდა დარჩესო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113209