ფეხბურთი

10:12 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინამ“ რომი იავარჰქმნა

დიდი ამბები მოხდა იტალიის თასის წუხანდელ მეოთხედფინალურ მატჩებში. „ფიორენტინამ“ „რომას“ 7:1 მოუგო. ჰეთ თრიქი გაიფორმა ფრედერიკო კიეზამ, დუბლი მიითვალა მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟმა - ჯოვანიმ. ასევე გამოირჩნენ ლუის მურიელი და მარკო ბენასი. რომაელთაგან ერთადერთი ბურთი ალეკსანდარ კოლაროვის ანგარიშზეა.

72-ე წუთზე მსაჯმა ჯანლუკა მანგანიელომ, მინდვრიდან რომაელი ედინ ჯეკო გააძევა. Football Italia-ს ცნობით, ბოსნიელს არბიტრისთვის შეუფურთხებია. თუ ეს ფაქტი ოქმში დაფიქსირდა, 32 წლის ჯეკოს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის იტალიის თასის მატჩებში.

„ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, ბოდიში მოვუხადოთ გულშემატკივრებს. სამარცხვინოა. ასე თამაში არ შეიძლება. ჩემგან კი ახლა კომენტარი ზედმეტი იქნება. ჯობს ყველაფერი ცივ გონებაზე გავაანალიზოთ.“ - თქვა შემდეგ რომაელთა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ.

მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა „იუვენტუსიც.“ ტურინელებმა „ატალანტასთან“ 0:3 წააგეს. არადა, შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუც ჰყავდათ. ბერგამოელთაგან დუბლი კოუმბიელმა დუვან საპატამ შესარულა, ერთიც ბეგიელმა ტიმოთი კასტანმა დააყოლა.

„იუვეს“ მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი პირველი ტაიმის ბოლოს, სათადარიგო სკამიდან გააძევეს, ტექნიკურ ზონაში გადაჭარბებული აქტიურობისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტურინელებს დაცვის ბურჯი, ჯორჯო კიელინი დაუშავდათ. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ „ბებერ ქალბატონს“ ლეონარდო ბონუჩიც ტრავმირებული ჰყავს, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, ტურინელები, ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშე დადგნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115167