ფეხბურთი

9:04 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, „ბარსელონამ“ თავის „კამპ ნოუზე“ „სევილიას“ უმასპინძლა, 6:1 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა.

დუბლი მიითვალა ფილიპე კოუტინიომ, თითოც ივან რაკიტიჩმა, სერხი რობერტომ, ლუის სუარესმა და ლეო მესიმ გაიტანეს. სტუმართაგან კი ერთადერთი გოლი „სევილიის“ მცველის, გილერმე არანას ანგარიშზეა. 27-ე წუთზე სევილიელმა ევერ ბანეგამ პენალტი ვერ გაიტანა.

შემდეგ მესიმ ჟურნალისტებს უთხრა: ამბობდნენ, "ბარსელონას" თასი არ აინტერესებს და განგებ აგებსო. დღეს დავამტკიცეთ, რომ ყველა ტურნირს მხოლოდ მოსაგებად ვთამაშობთ.

შეგახსენებთ, რომ პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, მესის გარეშე მოთამაშე „ბარსელონამ“ 0:2 წააგო.

„ბარსა“ ამ პრიზის მოქმედი მფლობელი და რეკორდსმენია. კატალონიურ კლუბს სამეფო თასი 30-ჯერ მოუპოვებია. მეორეზე ამ მაჩვენებლით, მადრიდის „ატლეტიკოა“ (23), მესამეზე - მისი თანაქალაქელი „რეალი“ (19).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112547