ფეხბურთი

23:15 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონის 90 წუთი ათენსა და სალონიკში

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლაშა შერგელაშვილის „იანინა“ გათამაშების ლიდერ პაოკ-ს ესტუმრა და ახლოს იყო სენსაციასთან, თუმცა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

სალონიკელებმა 87-ე წუთზე სვიდერსკის გოლით მოახერხეს სამი ქულის მოპოვება (2:1). „იანინას“ რიგებში კი შერგელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა მარცხენა ფლანგზე. მოგეხსენებათ, ლაშა მიმდინარე თვეში გადავიდა ბერძნულ გუნდში და უკვე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა (ორივე 90 წუთი).

დღესვე, საბერძნეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ჩვენებური ვიხილეთ. გიორგი რეხვიაშვილს „ლევადიაკოსის“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. 30 წლის ჩვენებურმა ათენის აეკ-თან საგარეო შეხვედრაში 90 წუთი დაჰყო მინდორზე, შეხვედრა კი დედაქალაქელებმა პონსეს კინკილა გოლით მოიგეს (1:0). ქართველმა ფეხბურთელმა დაცვის ცენტრში ითამაშა და 85-ე წუთზე გააფრთხილეს.

„იანინას“ 18 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და მე-13 საფეხურზეა, ხოლო „ლევადიაკოსის“ საქმე უფრო რთულადაა, რადგან 12 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

Loading...
0.128827