ფეხბურთი

16:35 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი "მანჩესტერთან" ორივე შეხვედრას გამოტოვებს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებს ნეიმარის გარეშე ჩაატარებს. როგორც პარიზული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელი მოედანზე გასვლას მინიმუმ ორთვენახევარი ვერ გავა.

პსჟ-სა და „მანჩესტერის“ მატჩები კი 12 თებერვალსა და 6 მარტსაა დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეიმარი აღნიშნულ შეხვედრებში ვერ ითამაშებს.

ფრანგები იმედოვნებენ, რომ მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში ბრაზილიელი გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

ნეიმარმა ტრავმა საფრანგეთის თასზე „სტრასბურგთან“ შეხვედრაში მიიღო. საგულისხმოა, რომ იგივე სახის დაზიანება აქვს, რომელიც 2018 წლის თებერვალში „მარსელთან“ მატჩში მიიღო. ერთი წლის წინ ნეიმარს სეზონის მეორე ნაწილი პრაქტიკულად სრულად გაუცდა და მხოლოდ მუნდიალის წინ მოსამზადებელ ეტაპზე შეძლო დაბრუნება.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109318