ფეხბურთი

9:05 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალასთვის

პრემიერლიგის 24-ე ტურის, „არსენალ“ – „კარდიფის“ მატჩის წინ (2:1), სტუმართა გულშემატკივრების სექტორი ყვითელ ფერად შეიღება. ეს თავდამსხმელ ემილიანო სალას პატივსაცემად მოხდა. ყვითელი კი არგენტინელის ყოფილი კლუბის, „ნანტის“ ფერია.

ორგანიზატორებმა კი სალას გვარი მატჩის ოფიციალურ პროგრამაშიც ჩაწერეს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა, ერთი კვირის წინთ, „კარდიფთან“ კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ნანტიდან კარდიფისკენ მიმავალი კერძო თვითმფრინავი, რომშიც სალა იჯდა, რადარებიდან გაუჩინარდა და დანიშნულების ადგილზე არ ჩაფრენილა. სამძებრო ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო და პოლიციამ თვითმფრინავის ძაბნა შეწყვიტა. თუმცა ახლობლები საკუთარი ხარჯებით კვლავ ეძებენ ფეხბურთელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120954