კალათბურთი

20:50 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ჯორჯი და ადეტოკუმპო გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "ოკლაჰომას" ფორვარდი პოლ ჯორჯი და აღმოსავლეთში "მილოუკი ბაქსის" ლიდერი იანის ადეტოკუმპო აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გასულ კვირას "ოკლაჰომამ" ოთხივე შეხვედრა მოიგო, ჯორჯი კი საშუალოდ ერთ მატჩში 31.5 ქულას, 9 მოხსნას და 4.5 პასს აგროვებდა. ადეტოკუმპო საშუალოდ ერთ მატჩში 30.7 ქულას, 15.7 და 4 პასს აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112966