ფეხბურთი

16:33 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიას" ხორვატი ახალწვეული ჰყავს

ესპანურმა „სევილიამ“ ხორვატი ნახევარმცველი მარკო როგი გაიფორმა. ანდალუზიელთა ვებგვერდის ინფორმაციით, როგი „სევილიაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ხოლო მისი გამოსყიდვის უფლება ესპანურ მხარეს არ ექნება.

როგი „ნაპოლის“ საკუთებაშია და იტალიელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 23 წლის ფეხბურთელი ნეაპოლელებს 2016 წელს შეუერთდა.

თუმცა, ხორვატი ნახევარმცველი „აძურის“ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და აქედან 4-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110262