ფეხბურთი

9:04 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „არსენალი“ ფულს ზაფხულში დახარჯავს“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, კლუბი ფეხბურთელების შეძენისგან თავს შეიკავებს. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „მეთოფეები“ ივან პერიშიჩით, დენის სუარესითა და მალკომით იყვნენ დაინტერესებულნი.

„კლუბში მითხრეს, რომ ახლა ფეხბურთელების ყიდვა არ ღირს. თუმცა, ასევე მეუბნებიან, რომ ზაფხულში ვითარება სხვაგვარი იქნება და ფულის დახარჯვას შევძლებთ. ჩემთვის იოლია ბევრი მოთამაშე მოვითხოვო. მაგრამ, საერთოდ, საკუთარ ფეხბურთელებთან მუშაობა მირჩევნია. ჩემი ამოცანაა უკეთესები გავხადო ისინი.

ამჟამად, შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ეს მოთამაშეები მზად არიან იმისათვის რომ პრემიერლიგასა და ევროპა ლიგაში წარმატებით ვიასპარეზოთ.“ - უთხრა ესპანელმა სპეციალისტმა Goal-ს.

დღეისათვის, 23 ტურის შემდეგ, „არსენალი“ პრემიერლიგაში 44 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117915