ფეხბურთი

23:25 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "იუვეს" ქომაგი, რომელიც დააზიანა, დაასაჩუქრა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იტალიური გუნდის გულშემატკივარ ელენა დი მარტინოს შეხვდა და დაასაჩუქრა. პორტუგალიელმა ქალბატონს თავისი მაისური უსახსოვრა, რომელსაც მისი ავტოგრაფი ამშვენებდა და მასთან ფოტოც გადაიღო.

კრიშტიანუმ აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც დი მარტინო დააზაიანა. ერთი კვირის წინ, „იუვენტუსისა“ და „კიევოს“ მატჩის დაწყებამდე, გახურებისას, რონალდუს დარტყმული ბურთი დი მარტინოს სახეში მოხვდა და ცხვირი დაუზიანდა. სწორედ ამიტომ, კრიშტიანუმ გადაწყვიტა ელენა პირადად მოენახულებინა და სიურპრიიზ გაუკეთა.

„ჩემი საჩუქარი მოხვედრილი ბურთისთვის. ნამდვილი ჩემპიონი მოედანზე და მოედნის მიღმა... CR7”, - დაწერა სოციალურ ქსელში ელენა დი მარტინომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111944