ფეხბურთი

22:30 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგი გამართა (+VIDEO)

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თბილისელთა მეტოქე პლოვდივის „ლოკომოტივი“ გახლდათ და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

„დინამო“ ორჯერ იგებდა აღნიშნულ მატჩს, მაგრამ პლოვდიველებმა ორჯერვე შეძლეს გათანაბრება. ანგარიში მე-19 წუთზე „დინამოს“ არგენტინელმა ახალწვეულმა ანტონიო როხანომ ლევან შენგელიას გადაცემით გახსნა. ეს სამხრეთ ამერიკელის სადებიუტო მატჩი და შესაბამისად, გოლი იყო თბილისელთა რიგებში. პირველ ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა. ჯერ აკროპოვჩმა გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში დმიტრო ივანისენიას შორეულმა დარტყმამ მიზანს უწია - 2:1.

მეორე ტაიმში „დინამომ“ მეტი ვეღარ გაიტანა, ხოლო ბოლოს საპასუხოდ გაუშვა. 84-ე წუთზე ილიევმა პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო“ მომდევნო სპარინგს 1 თებერვალს, „სპარტაკ სუბოტიჩასთან“ ჩაატარებს. პლოვდივის „ლოკომოტივთან“ კი შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს:

დინამო 2:2 ლოკომოტივი

გოლი: 1:0 როხანო (19), 1:1 აკროპოვიჩი (40), 2:1 ივანისენია (42), 2:2 ილიევი (84, პენ)

დინამო: სიკაჩი (მამარდაშვილი 30, პერალესი 60), რუხაია, მეჯუბი (გაბიტაშვილი 53), კობოური (ქაფიანიძე 66), იაშვილი (ძოწენიძე 46), ივანისენია (პაპავა 46), კუხიანიძე (ზარია 46), შენგელია (შულაია 56), კარბია, კუტალია, როხანო (ერგემლიძე 58)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113843