ფეხბურთი

19:25 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე "ინტერს" დაუკავშირეს

მილანის „ინტერი“ შესაძლოა ანტონიო კონტემ ჩაიბაროს. Calciomercato-ს ინფორმაციით, „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა ლუჩანო სპალეტის მუშობით კმაყოფილნი არ არიან და მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს.

ანტონიო კონტე კი ჯუზეპე მაროტას ძველი ნაცნობია, რომელიც „ინტერის“ გენერალური დირექტორია. მაროტა და კონტე 2011-2014 წლებში ჯერ კიდევ „იუვენტუსში“ მუშაობდნენ ერთად.

იტალიელი სპეციალისტი გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია. „ინტერი“ კი ამ დროისთვის სერია A-ში მესამე ადგილზეა და ლიდერ „იუვენტუსს“ 19 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116046