ჭადრაკი

12:57 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა წარმატება ჩეხეთში

ჩეხეთის ქალაქ მარიენბადში დიდი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ასპარეზობის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი ჩატარდა ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით.

ყველაძე ძლიერ A ტურნირში კარგად იასპარეზა ლუკა ობოლაძემ (2295). თბილისელმა მოზარდმა 9 ტურში 5.0 ქულა მოაგროვა, ჩემპიონს - რუს რუდიკ მაკარიანს (2354) მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 იყო. ამასთანავე, ლუკამ საერთაშორისო ოსტატის ნორმა შეასრულა და საკუთარ ელო-რეიტინგს 38 (!) ქულა შემატა!

B2 ტურნირში 9-დან 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ კაჭარავა (2397, -3 სარეიტინგო ქულა).

9-დან 7 ქულით ასევე მეორე ადგილზე გავიდა ღია C შეჯიბრში ფიდეს ოსტატი ნიკოლოზ ჩხაიძე (2290, +20 სარეიტინგო ქულა), ხოლო ქალთა ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილი ეკატერინე ფიფიამ (1963, +3 სარეიტინგო ქულა) დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ობოლაძე, კაჭარავა და ფიფია თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114694